Foto

კვლევა - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „მოდერნა“ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტიანია

ფარმაცევტულ  კომპანია „მოდერნა“-ში ანცხადებენ, რომ ამავე ფირმის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, ვირუსის ახალ შტამს, „ომიკრონს“ ეფექტურად უმკლავდება. კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „მოდერნას“ ამჟამინდელი ვაქცინა, mRNA-1273 ვაქცინირებულთა ვირუსისგან დაცვის მხრივ უცხო სხეულებისგან დაცულობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

„ის ვაქცინა, რომელიც ახლა გვაქვს, mRNA-1273 განსაკუთრებით ეფექტიანი და უსაფრთხოა. მგონია, რომ ზამთრის მიმდინარე სადღესასწაულო პერიოდში, მაშინ, როდესაც ვირუსის ახალი შტამის გადადების სიხშირე ყველაზე მაღალი უნდა იყოს, ეს აღნიშნული ხალხს ვირუსისგან დაიცავს“, - განაცხადა „მოდერნა“-ს უფროსმა ხელმძღვანელმა.

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, კომპანია გეგმავს შექმნას ვაქცინა Covid – 19-ის ამ კონკრეტული შტამისთვის. მათი განცხადებით, იგი ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა იყოს.