ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონოდ გატანის გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულის შესახებ, Strana News იუწყება.
გამოცემის ცნობით, 19 დეკემბერს, მას შემდეგ რაც უკრაინის სამართალდამცავებმა პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარეს, აღმოჩნდა, რომ ექს-პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.
მისი პარტიის წარმომადგენლების განცხაებით, პეტრო პოროშენკო თურქეთსა და პოლონეთში, საქმიან შეხვედრებზეა გამგზავრებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ საქმეში უკრაინის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, ვლადიმირ დემჩიშინი, ბიზნესმენი, სერგეი კუზიარა და ოპოზიციონერი პარლამენტარი, ვიქტორ მედვედჩუკიც არიან გარეულები.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მედვედჩუკს, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბრალი უკვე წაუყენეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press