ახალი წლიდან გალელების ნაწილს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება შეეზღუდოს. - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტიუტი ავრცლეებს.
DRI-ის ცნობით, ფორმა №9, რომელიც გალის რაიონის მცხოვრებთა ნაწილისთვის გადაადგილების უფლებასთანაა დაკავშირებული, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან გაუქმდება.
ამასთან, ხუთი ათასამდე გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს.
„ახალი წლის დღესასწაულის დღეებში გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის გაუქმება ადგილობრივებისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება. სახლში ვერ დაბრუნების შიშით, ხუთი ათასი გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა.
იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელია, რაც ცხინვალი-თბილისს შორის გადაადგილება სრულად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ფორმა №9-ის გაუქმებით ხელოვნურად სწყვეტს გალელებს თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან, საქართველოს ხელისუფლებას მართებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა.“ - წერს DRI.
ცნობისთვის, გალის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც არა აქვთ ბინადრობის მოწმობა ან აფხაზური პასპორტი, გადასაადგილებლად სჭირდებათ ფორმა №9.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press