თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
უწყების ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.
„სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press