Foto

რამაზ გერლიანის ოფისიდან სამართალდამცველებმა წერილი და მობილური ტელეფონი ამოიღეს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გაუჩინარებული "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის წე­რილ­სა და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მი­აკ­ვლი­ეს. 

შსს-მ წე­რი­ლიც და ტე­ლე­ფო­ნით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­სი­დან ამო­ი­ღო.

ამასთან ცნობილია, რომ მო­ბი­ლურს, რო­მე­ლიც ეკონომისტის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე იდო, მარ­კე­რით მი­წე­რი­ლი ჰქონ­და პა­რო­ლი, რი­თაც პო­ლი­ცი­ას გერ­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა შე­უძ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რილს, მოკ­ლე წე­რილ­ში რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ "ბევ­რი ით­მი­ნა“ და "და­ი­ღა­ლა". ასე­ვე, მი­მარ­თავს შვი­ლებს, რომ უყ­ვარს, ღმერ­თს კი პა­ტი­ე­ბას თხოვს.

ცნობისთვის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღეა ეძებენ. 
ამასთან, გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე სოციალურ ქსელში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებდა.