სამართალდამცავებმა გაუჩინარებული "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლიეს.
შსს-მ წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღო.
ამასთან ცნობილია, რომ მობილურს, რომელიც ეკონომისტის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია.
რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ "ბევრი ითმინა“ და "დაიღალა". ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს.
ცნობისთვის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღეა ეძებენ. ამასთან, გერლიანმა გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press