პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში, უცხოელ ექიმიც ჩაერთვება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, ექს-პრეზიდენტის მთელი ყურადღება რუსთაველის გამზირზეა მიპყრობილი, ვინაიდან, იგი თავისი „უკანონო პატიმრობის“ გამო, ხალხმრავალ აქციას ელოდება.
„თავს სუსტად გრძნობს. თავისთავად, ასე მოკლე პერიოდში ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი მკურნალობის პროცესში არანაირი განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უახლოეს დღეებში, ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად, ალბათ დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში, მაგრამ ახლა საიმედო, ყოველ შემთხვევაში არაფერი არ არის. განწყობას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, დღეს არის მისი დაბადების დღე. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მედპერსონალის გადაწყვეტილებით. ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა გუშინ მიულოცეს დაბადების დღე და მიხარია, როდესაც ადამიანებს ყოფნით სითამამე, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღიად. ახლა, მასთან იმყოფება ქ-ნი გიული, მისი დედა. მე გამოვედი, რადგან აქციაზე წავიდე დროულად. დღეს, მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან ის ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავის შინაარსით, იქნება რეზონანსული. ამას მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება და თავისთავად, ის ფაქტი, რომ დღეს მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოხატავს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, მედიისთვის, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მნიშვნელოვნია, საგულისხმოა. დანარჩენს კი, ვნახავთ რუსთველის გამზირზე“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press