„დღეს, ჩემი შვილი პოლიტიკური, უკანონო პატიმარია“, - მსგავსი მონოლოგით დაიწყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლა.
მისი განცხადებით, დღეისათვის, საქართველო იმ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე დგას, რომლის მოსაპოვებლადაც ქართველმა ხალხმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, დიდი მსხვერპლი გაიღეს.
„დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ და შემდეგ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ სწორედ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი პოლიტიკური, უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა, რომ დღეს ყოფილიყო თქვენთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, მოკლებულია ამ შესაძლებლობას“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press