უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მათივე ქვეყანაში დასაბრუნებლად.
ანდრეი ერმაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ უკრაინის მოქალაქედ რჩება, ამიტომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის.
„დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ. მიხეილი არც თუ ისე მარტივ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მინდა მას დღეს ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, მოთმინება და ის ჯან-ღონე, რომელსაც მას ვერასოდეს წაართმევ. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ყველა თემას საკუთარი პიარისთვის იყენებს. ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ უკრაინაში მის დასაბრუნებლად. გამგები გაიგებს“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press