რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში, მაცხოვრებლები დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრაციის მიზეზი ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის მიერ, კორონავირუსის პანდემიის არაეფექტური მართვა, აფხაზეთში არსებული ენერგოკრიზისი და საჯარო მოხელეების აბსურდული რაოდენობით ზრდა სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზი ოპოზიციონერების მიერ დე ფაქტო პრეზიდენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, უშედეგო გამოდგა.
ამასთან ერთად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პოლიციის კორდონის გარღვევაც სცადეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ვიდეოებით ჩანს, რომ მომიტინგეები ავტობუსის გადაბრუნებას ცდილობენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press