საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტი დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.
მისივე თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესებს დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
მანვე დასძინა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.
„ის შესავალი სიტყვების ეტაპი და ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს. დღევანდელ პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა, რაზეც ცენტრმა "ემპათიამ" იმსჯელა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press