ისრაელი მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაცემას იწყებს.
თავდაპირველად, ვაქცინა ხელმისაწვდომი მაღალი რისკის შემცველი ჯგუფებისთვის იქნება. ესენია: 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სამედიცინო მუშაკები და ადამიანები, რომლებსაც იმუნური სისტემის პრობლემები აქვთ. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.
„ისრაელის მოქალაქეები პირველები იყვნენ მსოფიოში, რომლებმაც Covid – 19-ის ვაქცინის მესამე დროზა მიიღეს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ „პიონერულ“ გზას... დრო არ დაკარგოთ, ეს ძალიან კარგი ამბავია. წადით, აიცერით“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.
CNN News-ის ცნობით, ისრაელის მოქალაქეებს „კოვიდვაქცინის“ მეოთხე დოზის მიღება მესამე „ბუსტერ“ დოზის გაკეთებიდან, მინიმუმ ოთხი თვის შემდეგ შეეძლებათ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press