„თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კიარ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა“, - საქართველოს მესამე პრზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან წერილს აგზავნის.
მისი განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში „მთავრობის სრული გაღორების, ხალხის ჩაგვრისა და დაცინვის ფონზე“ კიდევ უფრო მეტი საპროტესტო აქციები გაიმართება.
“იმ ხალხს, ვისაც შიმშილობა პროტესტის მარგინალური და არაეფექტური ფორმა ჰგონია, მინდა შევახსენო, რომ მასიური შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი, აპარტეიდი ჩამოშალეს.
ჩემი მეგობარი ანატოლი შარანსკი, საერთო ჯამში 1 წელზე მეტი შიმშილობდა და რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრებზე მის თემას მთავარი ადგილი ეჭირა. შარანსკი იყო მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, რომელიც ასევე დიდხანს და ბევრჯერ შიმშილობდა.
ანატოლი შემდეგ ისრაელში წავიდა, იქ მინისტრი გახდა და გამოაქვეყნა წიგნი დემოკრატიაზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო და ეს წიგნი იყო ბუშის შთაგონების ერთ-ერთი წყარო, რატომაც დაუდგა გვერდით ვარდების რევოლუციას და მუდმივად საუბრობდა საქართველოზე.
საქართველოში ეროვნული მოძრაობის ფართოდ გაშლას სტარტი მისცა 1988 წლის მასობრივმა შიმშილობამ. შიმშილობა არაა უსაფრთხო პროცესი. მას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი დისიდენტი ნაზი შამანაური, რომელიც ფსიქიატრიულ საპყრობილეში გარდაიცვალა მრავალდღიანი შიმშილობის შედეგად. ცნობილი უკრაინელი პოეტი და დისიდენტი ანატოლი მარჩენკო დაიღუპა შიმშილობისგან დონეცკის კოლონიაში.
ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ, მიიღონ მინერალური დანამატები რეგულარულად. სწორედ ამ მინერალური დანამატების დახმარებით, რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს, ტყვედ აყვანილმა ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანატოლი სენცოვმა 120 დღე გაძლო შიმშილობის რეჟიმში რუსეთის ციხეებში.
იმედია ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, ვინაიდან გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები მთავრობის სრული გაღორების და ხალხის ასეთი ჩაგვრის და დაცინვის ფონზე. ძალიან დიდი უსამართლობის გამო, რომელიც ყოველდღიურად ეხება თითოეულ მოქალაქეს.
თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კიარ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press