საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის მოშიმშილეებს და მოუწოდებს, თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც არა მხოლოდ შიმშილობს, არამედ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან საქართველოს გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - თქვა ადვოკატმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press