საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მხრიდან საქართველოს 4 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვერც აგვისტოს ომამდე და ვერც მის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ხალხის გატაცებასა და სასაზღვრე ხაზის გადმოწევას ვერავინ ბედავდა.
ექს-პრეზიდენტის თქმით, „უზურპატორებმა“ უმჯობესია ხალხი დაიცვან, ვიდრე მას „200 კაცითა და სპეცრაზმით, მას ყარაულობდნენ“.
„კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება.
მინდა მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი იცით. იქნებ ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა. და თუ ზოგჯერ ვიღაცას აკავებდნენ, პირდაპირ ვიღებდი ყურმილს, ვურეკავდი მაგალითად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, კლინტონს და სწრაფად ვწყვეტდი საკითხს.
არც ხაზის გადმოწევა ხდებოდა. ერთხელ სცადეს საჩხერის რაიონში, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენე და 1 კვირაში უკან გადაწიეს. ასეთია ფაქტები!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press