„„7 ნოემბრის საქმეზე“ გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. მაშინ, ქართველმა ხალხმა გამომიტანა ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება?“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საქმე მხოლოდ ორი ადამიანის ჩვენებას ეფუძნება - გენერალ ზაზა გოგავას განცხადებასა და ნინო ბურჯანაძის ნათქვამს ეფუძნება.
„7 ნოემბრის საქმეზე“ მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ "პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე". 7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press