პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია 22 დეკემბერს, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ჩამოთვლილია დასჯის მიზნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ისეთი ფაქტები, როგორიცაა ცემა, მუხლებზე დაყენება, დაბმა, საჭმლის თავზე დასხმა, საკვებისა და ძილის აკრძალვა. მისი განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, სწორედ ისევე აწამებენ ბავშვებს, როგორც ეს ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ამ წამებას ხელს აფარებდა, რათა პირადი მიზნებისთვის საპატრიარქო სჭირდებოდა.
„სახალხო დამცველი წერს ფაქტებს ბავშვები წამების! აღწერილია, როგორ აწამებენ, აი ისე, შუა საუკუნეებში რომ შვებოდნენ, ან საკონცენტრაციო ბანაკებში. ზუსტად ისე! ამ წამებას სახელმწიფო ხელს აფარებდა იმიტომ, რომ საპატრიარქო ჭირდება. ბავშვებს აწამებენ ჩვენ ქვეყანაში და ვითომ, არაფერი. ხო, კიდევ ეგ რომ გავაპროტესტეთ, ხელები დატეხეს აქტივისტებს და ბევრი იძახდა, „აუ, ამდენი ხმაური, უკვე დავიღალე, რააა“. სახალხო დამცველს ტროლები მიუსიეს და კატასტროფულ წნეხში გაატარეს. ბევრი რამის სარკეა ეს“, - წერს ელენე ხოშტარია თავის „ფეისბუკის“ გვერდზე.
პარტია „დროა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ბავშვების მიმართ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებში, მათთვის ხელის მიცემასა თუ მის მიჩქმალვაში დამნაშავეა.
„ომბუდსმენის ანგარიში ცხადყოფს, რომ პანსიონში მცხოვრები ბავშვები სრულიად მოწყვეტილი იყვნენ გარე სამყაროს, სახელმწიფო სტრუქტურები და უფლებადამცველი ორგანიზაციები თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ შესვლას. ამის ფონზე კი, ბავშვებს გამუდმებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ უწევდათ ცხოვრება.
ანგარიშში ჩამოთვლილია დასჯის მიზნით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები: ცემა, დაბმა, მუხლებზე დაყენება, საჭმლის თავზე დასხმა, საკვებისა და ძილის აკრძალვა. იკვეთება შრომითი ექსპლუატაცია, სექსუალური ძალადობა. შედეგად, ძალადობის ფაქტებმა ბავშვებში გამოიწვია სხვადასხვა ტიპის აშლილობა, თვითდაზიანების ფაქტები. ბევრ მათგანს უჭირს ლაპარაკი, მზერითი კონტაქტი.
მიუხედავად იმისა, რომ თავად აღსაზრდელები ალაპარაკდნენ მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა, გამოძიება არაეფექტიანად და ხარვეზებით მიმდინარეობს. აშკარაა გულგრილობა, დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, პროცესის ხელოვნური გაჭიანურება.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში ფაქტობრივად ისევ ცხოვრობს 15 აღსაზრდელი. გარდა იმისა, რომ ჯერ არ მომხდარა მათი ოჯახთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში გადაყვანა, ისინი დღემდე ვერ იღებენ ელემენტარულ საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალიზაციასთან დაკავშირებულ სერვისებს.
უმნიშვნელოვანესია სახალხო დამცველს, მისი აპარატის და ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის ჩართულობა, რომლებიც იბრძოდნენ პანსიონიდან ბავშვების გამოსაყვანად. ერთობლივმა მუშაობამ, პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრა.
უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ბავშვების მიმართ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებში, ამ დანაშაულისთვის ხელის შეწყობასა თუ მის მიჩქმალვაში. პასუხი უნდა აგოს ყველამ, დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებით, რომლებსაც ევალებოდათ ბავშვებზე ზრუნვა, დამთავრებული პანსიონის თითოეული აღმზრდელითა თუ თანამშრომლით.
გამომდინარე, იქიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის აღსაზრდელების საჭიროებების დაკმაყოფილება და დღესაც არღვევს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებებს, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მათი უფლებებისთვის“, - წერია „დროა“-ს განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press