აბაშის მუნიციპალიტეტის ახლადმოწვეული საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა და საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა.
როგორც ლევან მაკალათიამ საქართველოს „პირველ არხს“ განუცხადა, მან დატოვა საკრებულო თუმცა რჩება ქართული ოცნების წევრად და მხარდამჭერად.
„ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტიც. დავტოვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და საკრებულოც, მაგრამ ვრჩები პარტია „ქართული ოცნებაში“ როგორც წევრი და მხარდამჭერი“, - აცხადებს მაკალათია.
შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 3 დეკემბერს აირჩიეს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press