გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესის წარმართვა არის პოლიტიკური ბრძოლა.
„ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. თავად ნიკა მელიამ შიმშილობის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მათ შორის, პრეზიდენტთან. ეს პროცესი როგორ წარიმართება, ეს არის ერთი მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩართული და მეორე არის ის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის გარეშეც „ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა. გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. ეს არის ფორმა, რომელიც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მე ყოველმხრივ ხელს შევუწყობ, რომ ამან მოიტანოს შედეგი, რომ გადაიჭრას მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press