Foto

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა. ხუთშაბათის მონაცემებით, 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 91 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის განცხადბით, მიმდინარე კვირის ბოლოს, ინფიცირებულათა დღიური მაჩვენებელი 100 000-ს გაუტოლდება. აღნიშნულის შესახებ, France 24 იუწყება.

„დღევანდელი მაჩვენებელი კარგი არ არის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლო 24 საათში, საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 179 ადამიანს უტოლდება. კოვიდ - 19-ის გავრცელებიდან კი, ქვეყანაში, ვირუსით სულ 122 295 ადამიანი გარდაიცვალა.