Foto

ნიკა გვარამია - კუჭავას „გადადგომა“ სახელმწიფოს მიტაცებისა და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი, ამომწურავი ინდიკატორია

„ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცებისა და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია“, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, კახა კუჩავას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასავლეთზე უარის თქმის მკაფიო და საბოლოო განაცხადია.

„კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალურ საპარლამენტო რეფორმებს გეგმავს და ამისთვის აპირებს მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია.

რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სთქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა.

სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია.

რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი "გადადგომა" მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებიი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალურად და მოჩვენებითად აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა“, - წერს ნიკა გვარამია თავის „ფეისბუკის გვერდზე“.