ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების პროცესში მმართველი პარტია საკუთარ წვლილს შეიტანს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეროვნულ თანხმობაში“ პოლიტიკურ პარტიებს შორის შერიგება არ იგულისხმება.
„ქალბატონ სალომესთან, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია - მზად ვართ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის ამ პროცესის მიზანი. მიზანი არის საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press