საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხელ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. სააკაშვილთან სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.
ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა განიხილეს.
"ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოზე რის წინაშეც არის საქართველო ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორი არის რუსეთი.
რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ახლობელ უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით ვსაუბრობდით იმის თაობაზე რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას რაც ჩვენს შორის არსებობს მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს საფუძველი გაერთიანებისა.
ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება. - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press