Foto

მოვუწოდებ პარლამენტს, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი შეაჩეროს - კელი დეგნანი ინსპექტორს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა პარლამენტს,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა. 

მისივე თქმით, თუ ამ ეტაპზე რეორგანიზება მიმდიანრეობს მაშინ პროცესში, როგორც ინსპექტორის სამსახური, ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები უნდა ჩაერთოს.

ამასთან, ელჩის განცხადებით პროცესი  სამსახურის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული.

"გვქონდა ძალიან მნიშვნელობანი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორთან და მისი გუნდთან ამ საკითხებთან დაკავშორებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სააგენტო, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ასევე მის მივალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო საჯარო მოხელის მიერ და ამით, რა თქმა უნდა, იგი უზრუნველყოფს სააჯარო მოხელეების ანაგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. ახალი კანონმდებლობა რომელიც გულისხლობს სახელმწიფო ინსპექტორის რეორგანიზაციას გაყფას ორ ნაწილად, სამწუხაროდ ეს პროცეს ამ კანონმდებლიბის შემოშავების წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე თუ ამ სფეროს ექსპერტებზე. მაშინ როდესაც არ იყო საჭიროება იმისა რომ, აღნიშნული პროცესი წარმართილიყო ასე ნაჩქარევად. გარდა ამისა, ინსპექტორმა შეხვედრაზე გვითხრა მისმა ოფისმა წარუდგინა პარლამენტს საკონონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერბას, თუმცა ამ კანონმდებოლობის განხილვა არ ყოფილა. ყველაზე პრობლემატური საკითხი არის ის, რომ ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაცოებს რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო ინსპექოტრის სამსახურიდან მარტის თვიდან, არანაირი კითხვის ნიშანი, არანაირი საჩივარი ამ თანამერომლების მიმართ არ ყოფილა. ყველა მათგანი არის ამ ამ სფეროს ექსპერტი და კეთილსინდისიარრად ასრულებს თავის საქმაინობას და პარლამენტის მხირიდან არანაირი კითხვისნიშანი მათ მიმართ არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან სამწუხარო თუ ეს ადამიანები ვერ შეძლებენ სამსახურის გაგრძლებას. პარლამენტის მიმართ ჩვენი თხონა იქნება, გარკვეულწილად ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ დაუშვად რეორგანიზაცია მიდის სამსახურის,მოხდეს ინკლუზიური პროცესის წარმართვა და მასში იყოს გათვალისწინებული რეალური შეთავეზებები, რაც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ან პროცესში ჩაერთოს თავად ინსპექტორი და ექსპერტები და დაინტერესებილი პირები." - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.