გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ წინადადებას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა და გაიწვიოს საქმის შესახებ დღის წესრიგში წამოყენებული წინადადება.
გაერო აღნიშნულთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს.
“გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პარლამენტის ინიციატივაზე, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი წამების პრევენციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ ინიციტორებს, გაიწვიონ წინადადება და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press