ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბიუროს იმ სხდომაზე საუბრისას განაცხადა რომელიც კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა.
მის თქმით, ოპოზციამ გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ალტერნატივის სახით არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი, სიტყვა-სიტყვით არის იგივე. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინეს.“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 09:30–ზე იყო ჩანიშნული, კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა. სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ „ლელოს“ ალტერნატიული წინადადება უნდა დარეგისტრირებულიყო უმრავლესობის წევრების არ მისვლის გამო ჩაიშალა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press