პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გულისხმობს.
მისი თქმით, უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია.
„პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებულია იმ ინტერესებზე, რაც სახელმწიფოს აქვს. ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ფუნქცია ერთმანეთს არ უნდა ეჯახებოდეს ერთ სტრუქტურაში, რომელიც თავის დროზე, როგორც აღნიშნეს კიდეც ჩემმა თანაგუნდელებმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანმა თავისი სუბიექტური შეხედულებით ჩამოაყალიბა.
სამართლებრივადაც გამართულია ფორმულა, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა კიდეც ეს და ჩემთვის გაუგებარია ამ განცხადების ფონზე ასეთი გააფთრებული შეტევა ინსპექტორის მხრიდან, ასეთი განცხადებების გაკეთება, გამოსვლები, მაშინ როდესაც ის ჩვენი კადრია, ეს სტრუქტურა ჩვენ შევქმენით და ამასთან დაკავშირებით, რომ ის თავისი მონაცემებით, ან თავის კანდიდატურას დააყენებდა, რომელიმე ერთი ინსპექტორის თანამდებობაზე, ან დასაბუთებული პრეტენზია ექნებოდა მაღალ თანამდებობაზე ყოფილიყო სახელისუფლებო სტრუქტურაში, როგორც ის ადრე იყო, აბსოლუტურად გაუგებარია და გარკვეულ კითხვებს ბადებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press