Foto

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 63 შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 63 შემთხვევა დაფიქსირდა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

"დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 63 შემთხვევა. ჩვენ უკვე ვანგარიშობთ ყოველკვირეულ PCR დადებითებში რა პროცენტი აქვს ომიკრონს და დაახლოებით 1.1%-ის ფარგლებში მერყეობს, ოდნავ მეტი", - თქვა გამყრელიძემ.