საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხანგრძლივობით მოინახულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის უფლებადმცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლის შეზღუდვას.
მისივე თქმით, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს ლიმიტების დაწესებაზე უფლებამოსილება არ გააჩნია.
"საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხანგრძლივობით მოინახულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. შესაბამისად, არანაირი უფლებამოსილება არც მთავარ ექიმს და არც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს ლიმიტების დაწესებაზე უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან არ მოგვისმენია სათანადო დასაბუთებაც კი, სინამდვილეში ეს არის მესამე პრეზიდენტის დასჯა",- განაცხადა იმიტრი საძაგლიშვილი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press