საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, რამაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და მის მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები თავისი ინტერპრეტაციით, უცნობი გარემოებებით განავრცო.
ნინო გოგორიშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ნიკა გვარამიას იმ განცხადებასთანაა თანხვდრაში, რომელშიც მან თავად, ნინო გოგორიშვილს, პროფესიული დისკრედიტაციის მიზნით, მკვლელი უწოდა.
"მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას", - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press