„არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
მან ასევე, საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტად „უსინდისოდ“ გააგრძელებენ მოქმედებას, ქართული ოპოზიციური მხარე საპროტესტო აქციებს, მით უფრო მწვავე ფორმას მისცემს.
„უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა - სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით - მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!“, - წერს თავის „ფეისბუკ“ გვერდზე პარტიის თავმჯდომრე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press