„ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას“, - ასე პასუხობს ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმების ბრალდებებს.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ექს-პრეზიდენტის მთავარ ექიმს, მალხაზ ურთმელიძესა და ნინო გოგორიშვილს, „ტრივიალურ მატყუარებსა და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს“ ვერ ვანდობთ.
„გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოვაწერინე ხელი გავრცელებულ დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს?
ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში.
ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა, ტექსტით: "შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით."
ამ ყველაფრის საფუძველზე, კანონსაწინააღმდეგოდ და არაუფლებამოსილი პირის (მთავარი ექიმი ურთმელიძე), მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია.
ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას. შოკი თუ რამე იყო, მთავარი ექიმის განცხადება, რომ ბრიფინგზე მის გვერდით მდგომი გოგორიშვილი არ ილაპარაკებს, მის მაგივრად თვითონ უნდა ილაპარაკოს.
და ახლა ამ ტრივიალურ მატყუარებს და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს (ურთმელიძე, გოგორიშვილი) უნდა ვენდოთ სააკაშვილი მკურნალობისა და ჯანმრთელობის სტატუსის განსაზღვრაში?
P.S. საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშელი. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?“, - წერს ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press