Foto

მამუკა მდინარაძე - თუ პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ამაში ვერ ჩავერევით

ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით.– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დაადებასთან დაკავშრიებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინასწარ ცოდნა შეუძლებელია.

„ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით.თუმცა მე არ ვიცი ამ შემხვევაში ვეტოს ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი? რაიმე იცის, თუ სამართლებრივად არის რაიმე პრობლემა? ვეტოს პრინციპი იცით რა არის?: როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, რომელიმე კანონპროექტს, ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ალტერნატივად  საკუთარი ვარიანტი. რ ავარიანტი უნდა წარმოადგინოს ჩემთვის ამ წუთას არ არის განჭვრეტადი, თან ორი ფუნქციაა. ერთ ფუნქცია რაც არის იყო სახალხო დამცველის, მეორე ფუნქცა იყო პროკურატურის, ეს ორი ფუნქცია შეიძლება გამოვყოთ ცალკე და ეს იყოს კარგი პრეცენდენტი. ამ ორი ფუნქციის თავსებადობაზე სამართლებრივი ვარიანტი არ არსებობს  “, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.