ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს. - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას, რომელმაც მას უსინდიო უწოდა.
მისივე თქმით, მან საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას და "ნაცმოძრაობას" ამასთან შეგუება მოუწევთ.
„ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ ნიკა მელიასგან, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საჭიროდ ვთვლი, რომ სერიოზული პასუხი გავცე, როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე და როცა იჩენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, გუშინ ნათქვამს დღეს გადათვქამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლების საღად ხედავენ რეალობას, მათ შორის არის "ევროპული საქართველო" , ეს ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრათ რა მიგვაჩნია არასწორად და სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა მოუწევთ მის ლიდერებს ამასთან შეგუება. - განაცხადა ბოკერიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press