„მიშა არის ცუდად. მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს“, - აცხადებს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მისი სიტყვით, ექს-პრეზიდენტს ამ დროისთვის, არც მკურნალი ექიმი ჰყავს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ „ემპათიის“ ექიმებსაც, მასთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.
„მიშა არის ცუდად. მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს. და ამ ფონზე, მას არ ყავს მკურნალი ექიმი და არ უშვებენ ემპათიის ექიმებსაც.
მე მსგავსი კატასტროფის მომსწრე არა თუ არ ვყოფილვარ, არც დამიშვია ოდესმე, თუ ვიქნებოდი“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკის“ გვერდზე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press