„ამოუქოლეს ფანჯრები, ექცევიან როგორც პირუტყვს. მიშა კიარა, მისი პირადი ექიმიც ტყვეობაშია და რაც არ უნდა იძახოს ახლა ნიკა გვარამიას გამოო, ყველამ ვიცით რა უბედურებაც ხდება მის თავს“, - აცხადებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, თუ საზოგადოება დროზე არ იმოქმედებს, ქვეყანა უბედურებაში გაიღვიძებს.
„მე რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვიყო, ავიღებდი ლეიბებს და გადავიტანდი შიმშილობას გორში!
აქამდე ვერიდებოდით, რომ მწვავე პროტესტს მიშასთვის პრობლემები არ მოეტანა, ახლა რას ვერიდებით? ამოუქოლეს ფანჯრები, ექცევიან როგორც პირუტყვს. მიშა კიარა, მისი პირადი ექიმიც ტყვეობაშია და რაც არ უნდა იძახოს ახლა ნიკა გვარამიას გამოო, ყველამ ვიცით რა უბედურებაც ხდება მის თავს.
განგაშია ასატეხი! არასოდეს მაგავსი არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა სხვა შანსი აღარ მაქვს!
მოგვრჩება ახალი წელი, ისეთ უბედურებაში გავიღვიძებთ, თუ დროზე არ ვიმოქმედებთ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუკის“ გვერდზე.
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ა...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press