საქართველოს ომბუდსმენის წარმომდადგენლის, საბა ბრაჭულის განცხადებით, 27 დეკემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ამ ეტაპისთვის არ ახმაურებენ.
მისივ თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად თავს კარგად არ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან, მათ შორის ნევროლოგთან შეხვედრასაც ითხოვს.
„შევხვდი, როგორც ექიმ მკურნალ ნევროლოგს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად პაციენტი ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი, ამჟამად ის თავს კარგად არ გრძნობს და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ნევროლოგთან, თუმცა მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ დინამიკა დადებითია“, - აღნიშნა საბა ბრაჭულმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press