31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრტცელებს.
უწყების ცნობით, ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ.
„ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122 (გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრამდე“), N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383.
რაც შეეხება 6 იანვარს, შობის ღამეს, მგზავრებს თბილისის მეტრო 00:00-დან 03:00 საათამდე მოემსახურება. მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც, უფასოდ იმგზავრებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press