Foto

CNN-ის ცნობით, ლათინოამერიკაში ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვოდრე ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში

ბევრი ლათინოამერიკული ქვეყანა ვაქცინაციის სტატისტიკური მაჩვენებლით, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს გაცილებით უსწრებს.

CNN-ის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებდა, ბოლო ექვს თვის განმავლობაში, რეგიონში მგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.

„ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ კვლევებით, ამ დროისთვის, ლათინოამერიკაში Covid - 19-ის გავრცელებას გარდაცვლილთა მხოლოდ 10% უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუბა, ჩილე და ბრაზილია მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში შედიან, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვქცინით სრულად აცრილთა რიცხობრივი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.