საქართველოს პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
კანონპროეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის შემცირებას გულისხმობს. ამიერიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.
ამასთან ერთად, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადაც ერთი წლის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით გაიზრდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით, აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა შეუძლებელია უქმდება.
მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელებთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში კანონს აღარ დაემატა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press