თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საახალწლო გალაკონცერტის - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო.
გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, „მოგეხსენებათ, შარშან, პანდემიის გამო, მხოლოდ სატელევიზიო ფორმატი გვქონდა, ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს, მართლაც საჯარო ღონისძიება იქნება რესპუბლიკის მოედანზე. გალაკონცერტზე ქართველი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი ჰიტების გაორკესტრებული, ახლებური ვერსიები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
სცენაზე საზოგადოების წინაშე წარდგება 5 წამყვანი - ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; გალაკონცერტის მთავარი დირიჟორი - ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, 4 ბენდის მუსიკოსი, მოწვეული სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი.
პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ქართული ხმები“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ფორტე“, მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, თჰე Qუინტესსენცე, Gეორგიან შიხ, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, „რანინას“ მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი.
კონცერტის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი დიზაინერების სამოსით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას.
პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი ეკუთვნის მხატვარ თამარ ფოცხიშვილს“, - წერია განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press