შინაარსში არის არის არაერთი უზუსტობა, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადებაა. - ასე პასუხობს საელჩოს განცხადებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სადაც ნათქვამია, რომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.
მისივე თქმით, საუბარი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე არასწორია, რადგან კონკრეტული სამსახურის ორად გაყოფა მოხდა.
"ჩვენს ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება.ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სამწუხაროდ არის ასეთი გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათივე მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, მსგავსი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას პარტნიორების მიმართ, რაც არ არის და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით არის ხოლმე ადამიანური შეცდომები არასწორი ინფორმაციებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება არ მოვახდინოთ.
რაც შეხება უშუალოდ განცხადების შინააარს აქ არის არაერთი უზუსტობა, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის ძალიან სამწუხარო. საუბარია სამსახურის გაუქმებაზე არის არასწორი, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორად გაყოფა არათუ არ შემცირებულა არამედ ჯამურად გაფართოვდა." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press