Foto

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის  წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მისივე თქმით, თუ კომისია შეიქმნება დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

"შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი. ეს კომისია მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის დრო არის თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება სესია. მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.