Foto

აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.  -  ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1.062 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

აშშ-ში ახალი რეკორდი ორჯერ აღემატება გასულ კვირას დაფიქსირებულ დღიურ მაჩვენებელს 590 000 შემთხვევას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 56 191 523 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 827 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.