საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
„დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას“, - ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორესადმი მიძრვნილ დაბადების დღის მისალოც წერილში აღნიშნა.
„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფოს სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“, - ნათქვამია წერილში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press