„ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა“, - ამის შესახებ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედამ, თეა ლატარიამ პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე, მედიასთან განაცხადა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები შსს-ის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ოჯახმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბარი გადაწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი გამოძიების დასრულებამდე იმ ექიმების ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, რომელებსაც მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ ბრალი უნდა მიუძღოდეთ.
„მე ვარ დაობლებული ბავშვის, შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა "ოცნებების ახდენის დროა" და როგორც აუხდა, ვხედავთ“, - აღნიშნა თეა ლატარიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press