მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლა აეკრძალა და ვიზა გაუუქმეს.
სპორტსმენი რამდენიმე საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, შემდეგ კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ სპორტსმენი არ აკმაყოფილებდა ქვეყანაში შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა.
მიზეზად კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოკოვიჩის აუცრელობა სახელდება. როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, სპორცმენმა ვერ წარმოადგინა იმის დამაჯერებელი საბუთები, თუ რატომ ამბობს უარს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე. ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეთამაშა.
ასტრალიური მედიის ინფორმაციით, ჩოგბურთელის ადვოკატებმა სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ არავინ დგას ქვეყნის წესებზე მაღლა.
"წესები წესებია და არ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები" - თქვა პრემიერმა.
BBC-ის ცნობით, სერბ მოთამაშეს ამ დრომდე არ უსაუბრია ვაქცინაციის სტატუსზე, მაგრამ გასულ წელს განაცხადა, რომ "ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press