Foto

ყაზახეთის მედიის ცნობით, დემონსტრატებმა სამართალდამცავებს თავი მოჰკვეთეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საპროტესტო აქციებს 12 სამართალდამცავი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, დემონსტრატბმა ორ მათგანს თავიც მოჰკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას France 24 იუწყება.

დედაქალაქის პოლიცია იტყობინება, რომ სამოქალაქო არეულობას ორივე მხარისათვის დიდი მსხვერპლი მოჰყვა და დაპირისპირებას ათობით დემოსტრანტი ემსხვრეპლა.

მათივე თქმით, ათობით თავდამსხმელი „ლიკვიდირებულია“ და მიმდინარეობს გამოძიება.

„ღამით, ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე მასშტაბური შეტევა მოხდა. ლიკვიდირებულია ათობით თავდამსხმელი და მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, - აღნიშნულია ქალაქის პოლიციის განცხადებაში.