Foto

საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შემოსვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულის შესახებ, საქართველოში არსებული ბულგარეთის საელჩო იუწყება.

მათი განცხადებით, 2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები იცვლება.

„2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები იცვლება. 
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შემოსვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე. 

საქართველო რჩება „წითელ ზონაში“. „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან შემოსვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:

- ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები;
- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოსვლის შემთხვევაში;
- მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები;
- სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შემოსვლისას;
- ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები;
- სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით;
- ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით;
- ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები.

გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან ჩOVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული Pჩღ ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.
ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, ჩOVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/Pჩღ) წარმოდგენა არ მოითხოვება.
რეგულაცია ძალაშია 07.01.2022-დან“, - აღნიშნულია განცხადებაში.