მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
ამასთან ნაყოფია "ოცნების" წარმომადგენელებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა მიზანშეწონილი არ არის.
"გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ისედაც ვიცით, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში როდესაც ის შიმშილობდა სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელოაბს. გარდა ამისა, თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები. მინდა ვუთხრა "ოცნების" ხელისუფლებას, რომ მათივე ინტერესში უნდა იყოს და მისაქცევია ამისთვის სერიოზული ყურადღება, იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში ამ ადამიანის აქ ყოფნა არა თუ მიზანშეწონილია არამედ დანაშაულია. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა ამობს, დროც არ მაქვსო იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას. მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან დაშვებული ექიმები მასთან ის იძუებული გახდება ისევ დაიწყოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა. - განაცხადა კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press